12:00 საათზე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ გაიმართა საქართველოს პირველი პრეზიდენტის,ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი და 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ნადიმ ვარშანიძემ, ყურადღება გაამახვილეს 1991 წლის რეფერენდუმის მნიშვნელობაზე და ზვიად გამსახურდიას ღვაწლზე ქვეყნის წინაშე.
ღონისძიებაზე რამდენიმე ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომერი შეასრულეს ხელვაჩაურის კულტურის ცენტრთნ არსებულმა ანსამბლებმა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის, ჯუმბერ ვარდმანიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: ,,ზვიად გამსახურდიას პიროვნება და მოღვაწეობა". მერმა ასევე, მიმოიხილა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორია 1956-1991 წლებში. ლექცია ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.