სოფლის კრებები ხელვაჩაურში გრძელდება

სოფლის კრებები ხელვაჩაურში გრძელდება

✅ხელვაჩაურის სოფლებში კრებების ჩატარება გრძელდება. ,,სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში კრებების ჩატარება 23 მარტს დაიწყო.

✅მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ დღეს კრებები ორთაბათუმის ადმინისტრაციული ერთეულის 2 სოფელში გამართა. კრებები ასევე ჩატარდა ახალშენის, შარაბიძეებისა და ჭარნალის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში.

✅მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჯგუფებმა მოსახლეობასთნ ერთად იმსჯელეს სოფლებში განსახორციელებელ პროექტებზე. ყველა სოფელში მოქალაქეების ძირითდი მოთხოვნა მზა ბეტონის მიწოდება იყო, შიდა სასოფლო გზების მოწესრიგების მიზნით.

✅მუნიციპალიტეტში პროგრამის ბიუჯეტი 968 000 ლარია, თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით უნდა გადანაწილდეს. სოფლის კრებები ხელვაჩურში 02 აპრილს დასრულდება.

 

0