დღეს გამართულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა 11 საკითხზე იმსჯელეს.
ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების თანახმად ხარჯვით ნაწილს 1 128 800 ლარი ემატება, რომლის საშუალებიტაც 9 ახალი პროექტის გნხორციელება დაგიგეგმა.
ცვლილების თანახმად სოფლებში ცენტრებისა და სკვერების მოწყობა–რეაბილიტაციისათვის 688 435 ლარი დაიხარჯება.
სოფელ აჭარის აღმართში სასმელი წყლის რეაბილიტაციისათვის 229 759 ლარი დაიხარჯება, 54 000 ლარი გამოიყო სოფე ზედა ჩხუტუნეთში ჩხერის ხიდის რეაბილიტაციისათვის.სოფელ ხელვაჩაურში სკოლის მიმდებარედ სპორტული მოედნისა და სკვერის მოსაწყობად კი ბიუჯეტიდან 152 453 ლარი გამოიყო.
✅სოფელ ჭარნალის მეურნეობის ცენტრის კეთილმოსაწყობად 219 732 ლარი დაიხარჯება,ხოლო სიმონეთის სკოლასთან სკვერის მოსაწყობად 59 499 ლარია გათვალისწინებული.