საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა - ეპიცენტრი ონის რაიონში დაფიქსირდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა - ეპიცენტრი ონის რაიონში დაფიქსირდა

თბილისის დროით, 11:30 საათზე საქართველოში 3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაკიეთთან იყო.

ამ დროისთვის მიწისძვრის მიერ მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.