"თხილის გადარჩენის პროგრამის" პრეზენტაცია ხელვაჩაურის მერიაში

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლების მიერ ხელვაჩაურში ჩატარდა "თხილის გადარჩენის პროგრამის" პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები.

"თხილის გადარჩენის პროგრამის" ფარგლებში, მომზადება გაიარეს აგრო-კონსულტანტებმა რომლებიც მოემსახურებიან თხილის მწარმოებელ ფერმერებს სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის მხარისა და აჭარის არ მუნიციპალიტეტებში.

თითოეული აგრო კონსულტანტი მენეჯმენტს გაუწევს საშუალოდ 200 ჰექტარ თხილის ფართობს. მათი საქმინაობის ძირითადი მიმართულებები იქნება ნიადაგის ნაყოფიერების მართვა, გასხვლა- ფორმირება, მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლა, მოსავლის აგრო ვადებში აღება, შრობა და დასაწყობება.

აგრო კონსულტანტები ფერმერებს დამატებით მოამზადებენ "ფერმერის დღიურის" წარმოებაში, წამლობისა და რიგი აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარების დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვაში.

აგრო კონსულტანტი წლის განმავლობაში განახორციელებს ვიზიტებს ფერმერების თხილის ბაღებში, მონიტორინგს გაუწევს სამუშაოების შესრულებას და გასცემს რეკომენდაციებს.

პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებულ ფერმერთა ჯგუფებს გადაეცემათ მაღალ ეფექტური შესაწამლი აპარატები რომელთა, მეშვეობითაც მოხდება აგროტექნიკური ღონისძიებების ფარგლებში რეკომენდირებული წამლობის სამუშაოების მაღალ დონეზე ჩატარება.