ამ წუთებში ბათუმში სასტუმრო

ამ წუთებში ბათუმში სასტუმრო "მგზავრებში" ხანძარია

ბათუმში, სასტუმრო "მგზავრების" საუნაში ხანძარი გაჩნდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დაიწვა 5 კვ/მ ფართობი და სასტუმროს ნივთები. ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს მისი სალიკვიდაციო სამუშაოები.

შენობიდან სტუმრები გამოიყვანეს. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 4 ბრიგადა მუშაობს.

"იმედინუსის" ცნობით, შენობასთან პოლიციელები არიან მობილიზებულები. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება სწავლობს.