საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელების მოწყობის სამუშაოები გრძელდება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელების მოწყობის სამუშაოები გრძელდება

ხელვაჩაურში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელების მოწყობის სამუშაოები გრძელდება. 11 ადმინისტრაციულ ერთეულში ჯამში 40 მოსაცდელი უნდა მოეწყოს. ამჟამად, სამუშაოები ერთდროულად მიმდინარეობს სოფ. ახალსოფელში, მახოში, ჭარნალსა და თხილნარში, სადაც 15 ერთეული მოსაცდელის მშენებლობა უკვე დასასრულს უახლოვდება. მერიის ზედამხედველობის სამსახური მშენებლობის კონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. სამსახურის მიერ 2 მოსაცდელზე გამოვლენილი ხარვეზები მშენებელმა კომპანიამ, შპს ,,თამუნამ’’ უკვე გამოასწორა. კერძოდ, მოახდინა არასათანადოდ აშენებული კედლების დემონტაჟი და მათი ხელახალი აშენება შესაბამისი ნორმების დაცვით.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 149 954 ლარს.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დასრულდება.