დღეს, 11:00 საათზე, მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა გამართეს შეხვედრა დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის წარმომადგენელ თამაზ მჟავანაძესთნ და ა(ა)იპ "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის’’ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მ/შ გვანცა ხაჯიშვილთან. შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ნადიმ ვარშანიძემ გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ა(ა)იპ-თან "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის". მემორანდუმის ფარგლებში ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში უნდა დაინერგოს უფასო დისტანციური სწავლება-ტრენინგის პროგრამა, რომლის მეშვეობით შშმ პირები შეძლებენ დისტანციურ რეჟიმში გაიარონ მათთვის სასურველი საგანმანათლებლო კურსები. პროგრამაში ჩართვას შეძლებენ შშმ პირების ოჯახის წევრები და ასევე, სხვა დაინტერესებული პირები.