ახალგაზრდებს ჯარისგან ახალი ორგანიზაცია გაათავისუფლებს -

ახალგაზრდებს ჯარისგან ახალი ორგანიზაცია გაათავისუფლებს - "გირჩს" კონკურენტი გამოუჩნდა

საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ანდრიაძემ ორგანიზაცია დაარეგისტრირა, რომელიც "გირჩის" "ბიბლიურ თავისუფლებას" კონკურენციას გაუწევს და ახალგაზრდებს ჯარისგან გაათავისუფლებს.

ანდრიაძე გირჩის ორგანიზაციას "ანტიქართულსა და შარლატანურს" უწოდებს და ამბობს, რომ მის მიერ შექმნილი ორგანიზაცია ამის ალტერნატივაა.

"საქართველო კატაკლიზმების, პარადოქსების ქვეყანაა, ერთ-ერთი ასეთი მოვლენაა შარლატანური მოძრაობა, რომელიც დააარსა "გირჩმა". ამ ადამიანებმა იურიდიულად ქაღალდზე თქვეს უარი თავის სარწმუნოებაზე და იძულების წესით გაწევრიანდნენ ამ ორგანიზაციაში. ჩვენი მიზანია, რომ ეს ადამიანები დავაბრუნოთ ისევ ვისაც აქვს სურვილი და ვინც მართლმადიდებლები არიან. ამ გზით, რომლითაც "გირჩი" და ქართული ხელისუფლება მიდიან, ჩვენ ვერასოდეს მივალთ ძლიერ ქართულ არმიამდე“, - ამბობს ანდრიაძე.