ვატიკანი არ არის მოკლებული უკიდურესობებს, ცოდვებსა და სამარცხვინო საქციელს, ისევე, როგორც ნებისმიერი საზოგადოება

ვატიკანი არ არის მოკლებული უკიდურესობებს, ცოდვებსა და სამარცხვინო საქციელს, ისევე, როგორც ნებისმიერი საზოგადოება

ვატიკანი არ არის ცოდვაზე აცრილი, ნებისმიერი შეიძლება ცოდვილი გახდეს, მღვდელმსახური, მონაზონი და საერო ადამიანი, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკმა ესპანურ ტელეარხ Sexta-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ქალაქი-სახელმწიფო ვატიკანი არ არის მოკლებული უკიდურესობებს, ცოდვებსა და სამარცხვინო საქციელს, ისევე, როგორც ნებისმიერი საზოგადოება. საუბარია ცალკე აღებული ადამიანის დაცემაზე. თუმცა, საჭიროა მუშაობა და ამის გაწმენდა“, - განაცხადა რომის პაპმა.

იგი პედოფილიის საკითხს შეეხო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ეკლესიის ეს უბედურება დაამარცხოს.