ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი უკრაინაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება:
“ნაცები” უარყოფენ, რომ ზელენსკი პრორუსია. თუმცა ვერ უარყოფენ, რომ ის კომიკოსია.
თუ კომიკოსი პრეზიდენტი გახდება, მეორე კომიკოსიც (სააკაშვილი) ჩავა უკრაინაში და ქვეყანას ორი კომიკოსი ეყოლება!
მერე, დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ, მეორე კომიკოსი აუცილებლად გაუ**ებს პირველ კომიკოსს და პირველი კომიკოსი მეორე კომიკოსს ქვეყნიდან გააძევებს, ჩასვამს თვითმფრინავში და დასვამს პოლონეთში!
თუმცა მანამდე მეორე კომიკოსი თავის მომხრეებთან ერთად “ფეხტობუსით” შეიჭრება უკრაინაში, გზას განაგრძობს მატარებლით და კიევში პირველ კომიკოსს მოუწყობს აქციებს!
მეორე კომიკოსის ბოლო, ყველა შემთხვევაში, მაინც ამსტერდამია, სიდედრის კალთის ქვეშ!
შენ კი, შენ, უკრაინავ, ჩემ ფეხებს გაბრწყინდები!“, – წერს ზედელაშვილი.
დღეს, 31 მარტს უკრაინაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთმა კანდიდატმა, ვლადიმერ ზელენსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვის პასუხად თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი სერიოზული დიპლომატია, ხოლო თუკი მას უკრიანის მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს, ის უნდა დაუბრუნდეს. ამის შესახებ მან საარჩევნო უბანზე შესვლამდე განაცხადა:
“მიხეილ სააკაშვილს მნიშვნელოვანი როლი აქვს უკრაინისთვის, როდესაც საქმე ეხება ამ ქვეყნის დემოკრატიის დაცვას ევროპაში. ამაზე მისი ყველა მოქმედება მეტყველებს. მე ვფიქრობ, ის სერიოზული დიპლომატი და მრჩეველია ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი კანდიდატისთვის. ასეთი ადამიანის დახმარება საჭიროა”.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მსახიობ და შოუმენ ვლადიმირ ზელენსკისა და მოქმედ პრეზიდენტ, პეტრო პოროშენკოს შორის გაიმართება.