“უცხოეთში 2008 წლის ომზე სააკაშვილის პასუხისმგებლობას აღიარებენ. თქვენ კი საქართველოში მკაცრად გაგაკრიტიკეს, როცა თქვენ ამაზე მინიშნება გააკეთეთ. ამის თქმა ქვეყანაში დღემდე არაა შესაძლებელი? ” – ამი კითხვით მიმართა გერმანულ გამოცემის “შპიგელი“-ს ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს, რაზეც პრეზიდენტმა მიუგო:
“ეს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში იყო და ისე წარმოაჩინეს, რომ თითქოს მე ომის დაწყებაში საქართველო დავადანაშაულე, რაც სიმართლეს არ შესაბამება. ვფიქრობ, ქართველებმა ძალიან კარგად იციან, რომ მაშინ ჩვენი პროვოცირება მოხდა ძალიან ძლიერად და ჩვენ უნდა გვეცადა, შევწინააღმდეგებოდით ამას. შევძლებდით თუ არა ამას, ეს სხვა საკითხია. დღეს ჩვენ მსგავს მდგომარეობაში ვართ: ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღე პროვოკაციებს ვაწყდებით, მაგრამ ჩვენ სიმტკიცე უნდა გამოვიჩინოთ და რუსების წისქვილზე არ უნდა დავასხათ წყალი, რადგან ჩვენ ამგვარი ბრძოლის მოგებას ვერ შევძლებთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.