1 აპრილს, გაფორმების ეკონომიკურ ზონას ,,თბილისი“, იორდანიის სამეფოს საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მეთაურობით, 11 კაციანი დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტი, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციისა და გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში აშშ საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ორგანიზებით შედგა. სტუმრებს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა უმასპინძლა.
ვიზიტის მიზანი, საქართველოში საბაჟო სფეროში განხორციელებული რეფორმებისა და კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მოქმედი ერთობლივი უწყებათაშორისი დანაყოფების საქმიანობის გაცნობაა. კერძოდ, სტუმრები, საბაჟო სფეროში, რეფორმების კუთხით, გაფორმების ეკონომიკური ზონების ფუნქციონირების კონცეფციას, კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში მოქმედი დანაყოფების საქმიანობას, უწყებათაშორის თანამშრომლობის მხრივ არსებულ გამოცდილებას, ასევე დანაყოფების მიერ ტრანსსასაზრვრო დანაშაულთან (ნარკოტიკების, ქიმიური პრეკურსორების, ორმაგი დანიშნულების საქონლის, სტრატეგიული ტვირთების უკანონო ბრუნვა, ასევე, ფინანსურ სამართალდარღვევებს და ა.შ) დაკავშირებული რისკების ანალიზის მეთოდიკას გაეცნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები საბაჟო გამშვებ პუნქტს „სარფი“, ასევე ფოთისა და ბათუმის პორტების და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ფუნქციონირებას გაეცნობიან.