30 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსაურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.კ-ს კუთვნილი ხელჩანთების დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერება კანაფის ფისი (წონა 7.68 გრამი) და 3885 ლარის ღირებულების ოქროს მონეტა (წონა 41.70 გრამი) გამოავლინეს.
კანაფის ფისი და საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. ხოლო, არადეკლარირებულ ოქროს მონეტაზე, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 3885 ლარის ოდენობით შეეფარდა.