მე დავბრუნდები უკრაინაში

მე დავბრუნდები უკრაინაში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უახლოეს მომავალში უკრაინაში ჩასვლას გეგმავს.

უკრაინულ ტელეარხზე პირდაპირი ჩართვისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ "უკრაინის ამომრჩეველმა პეტრო პოროშენკო დასაჯა". სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც არჩევნების პირველ ტურში ქვეყნის მოქმედი ლიდერი პეტრო პოროშენკო დამარცხდა, ახლა ყველა დემოკრატიული ძალა ვლადიმერ ზელენსკის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს. "მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი ხალხის გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა სააკაშვილმა და შეკითხვაზე - აპირებს თუ არა უკარაინაში დაბრუნებას ზელენსკის საბოლოო გამარჯვების შემთხვევაში და ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობას სააკაშვილმა უპასუხა, რომ სურს უკრაინაში დაბრუნება.

სააკაშვილის განცხადებითვე, თუკი მოხდება ისე, რომ პოროშენკო მეორე ტურში ვერ გავა და მის ნაცვლად მეორე ადგილს იულია ტიმოშენკო დაიკავებს, მაშინ იგი უკრაინაში სასწრაფო წესით ჩაფრინდებოდა, თუმცა დაამატა, რომ იგი აუცილებლად ჩავა უკრაინაში უახლოეს პერიოდში. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.