განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, სადაც განათლების ზოგადი კანონის მესამე მუხლიდან სიტყვის – “ლიბერალური” ამოღებაზე მსჯელობენ. აღნიშნულიკანონპროექტის ინიციატორ ალექსანდრე ქანთარისა და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელ სერგო რატიანს შორის დაპირისპირება მოხდა.
ოპოზიციონერი დეპუტატი დაინტერესდა რაში არ ეთანხმება ალექსანდრე ქანთარია მოქმედ რედაქციას და მან შესთავაზა ლექსიკონის მოტანა, სადაც სიტყვას – ლიბერალური – ის განმარტება აქვს, როგორხ უმრავლესობის დეპუტატი განმარტავს.
„სერგო, ახლა პროკურორს ნუ თამაშობ. თავის გამოჩენა აქ საჭირო არაა“, – ასე მიმართა ქანთარიამ რატიანს, რაზეც ადრესტმა მიუგო: „ბატონო ნუკრი, თქვენ უკვე გამოიჩინეთ თავი, თან ძალიან უცნაურად“. საპასუხოდ უმრავლესობის დეპუტატმა რატიან უთხრა:
„მე თქვენგან განსხვავებით გამოჩენილი ადამიანი ვარ, დრამატულ წრეში ნუ გგონია თავი. ბავშვობაში ხარ გადასული“, – მიმართა ალექსანდრე ქანთარიამ სერგო რატიანს.
ცნობისთვის, პარლამენტში “ზოგადი განათლების შესახებ” კანონიდან სიტყვის – “ლიბერალური” ამოღებაზე მსჯელობენ. კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები – ალექსანდრე ქანთარია და გენადი მარგველაშვილი არიან. კანონპროექტის თანახმად, ცვლილება ზოგადი განათლების შესახებ საქართველოში კანონის მესამე მუხლში ცვლილების შეტანას გულისხმობს. ქანთარიას განმარტებით, „ლიბერალიზმი ეს დღეს აღარ არის აზროვნების თავისუფლება ეს არის ინსტინქტების თავისუფლება, „რაც მე მინდა“, „რაც მე მსურს“ უკონტროლობის ხიასიათი მიიღო. ეს უკვე არის პოლიტიკური ფილოსოფია“.