სოციალურ ქსელში, გამოქვეყნდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ მოძიებული და გამოთვლილი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირთა შემოსავლები (ხელფასები და მიღებული პრემიები) წლების მიხედვით. როგორც ორგანიზაციის გვერდიდან ხდება ცნობილი, რამდენიმე მათგან, (კერძოდ, მინისტრის მოადგილე გიორგი ავალიანი და რეგიონული დეპარტამენტის უფროსი ამიკო ქართველიშვილი), სხვა უცნობ ახალგაზრდა პირებთან ერთად დააფიქსირა ვიდეო კამერამ 11.06.2012 წელს სასტუმრო ანაკლიაში ჩხუბში მონაწილეობის დროს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ლადო ვარძელაშვილს 2011 წელს 77 880 ლარი აქვს აღებული წლიური შემოსავალი, აქედან 35 400 წლიური პრემიაა, 2011 წელს მისი წლიური შემოსავალი 84 960 ლარამდე იზრდება, ასევე იზრდება წლიური პრემია - 42 480 ლარი.
გიორგი ავალიანის ხელფასი 2010 წელს 34 193 ლარია, ხოლო ეს თანხა 2011 წელს ორმაგდება. თუ 2010 წელს ავალიანი პრემიის გარეშე დარჩა, 2011 წელი ამ მხრივ წარმატებული აღმოჩნდა მისთვის, წლიურმა ხელფასმა 35 4000 ლარი შეადგინა, ამას ემატება პრემია - 35 400 ლარი და მთლიან ჯამში, მან 70 800 ლარი მიიღო. ამ სამეულიდან ყველაზე მოკრძალებული (თუ ამას შეიძლება მოკრძალებული უწოდო), ამიკო ქართველიშვილის წლიური ხელფასია პრემიის გარეშე - 20 160 ლარი. რაც შეეხება დავით ნამგალაურს, რომელიც ლადო ვარძელაშვილის მოადგილეა, მან 2010 წელს ხელფასით და პრემიით მისი ბიუჯეტი 60 327 შეავსო, რაც შეეხება 2011 წელს, რა თქმა უნდა პრემიის წყალობით წლიური შემოსავალი იზრდება და მთლიან ჯამში 65 740 ლარს შეადგენს.