31 მარტს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას 80 წელი შეუსრულდებოდა. პირველი პრეზიდენტის შესახებ სოციალურ ქსელში არაერთგზის დაიწერა, აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:
“რა უმოწყალოა დრო..
ზვიადზე საუბრობენ ადამიანები, რომლებსაც ან არაფერი გაუკეთებიათ, ან ზურგში დანის ჩარტყმით შემორჩნენ ისტორიას… უფრო სწორედ, ცოცხლები არიან და თუ გინდა….. შეე..კითხე…
და არავინ იხსენებს უამრავ უანგაროდ შეწირულ კაცებს თუ ქალებს… რომლებმაც ბოლომდე უერთგულეს და ბოლომდე გაიტანეს.
მე არ მაქვს ყველაზე საუბრის უფლება, მაგრამ ისინი, ვისი სიცოცხლის გადასარჩენად მცირედი მაინც გავაკეთე, დღეს აუცილებლად უნდა ვახსენო!
ერთი წესიერი, იდეალისტი, ზუგდიდელი ბიჭი – გოჩა ესებუა!!!
მებრძოლი, უშუშარი, ერთგული სენაკელი კაცი – კაკო ელიავა!!!
მე მათ ვიცნობდი!!!
ნათელი მათ სულებს!
ისინი თავისი წილი საქართველოსთვის იბრძოდნენ!!!” – წერს ხოფერია “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს, გამთენიისას, სამეგრელოს სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.