ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საქართველოს პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილეს სოციალურ ქსელში აფასებს.
როგორც ფანჯიკიძე წერს ის მადლობელია ზვიად გამსახურდიას საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის.
„ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს დავესწარი მარჯანიშვილის თეატრში. ბევრი განსაკუთრებული შთაბეჭდილება, მაგრამ ერთი მთავარი გრძნობა/ნატვრა გამიჩნდა, - ახლა რომ ღმერთმა, კოსმოსმა გაიმეტოს და ეროვნული იდეის კიდევ ერთი, იმავე სიძლიერის ტალღა წამოგვეწიოს, ამ ტალღის მომტანი, ისეთივე ენერგიის ადამიანი მოგვევლინოს, საქართველო ამდენი ჭინთვის შემდეგ, უკვე საბოლოოდ დაიბადება. რამხელა ამბავია, რომ ისტორიის ამ მონაკვეთის მოწმე ვიყავით, როცა საქართველომ დამოუკიდებელ ქვეყნად თავის წარმოდგენა და საკუთარი არსებობის თვითკმარობა დაუშვა. მადლობა პირველ პრეზიდენტს.“-წერს ფანჯიკიძე.
დღეს, საქართველომ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე აღნიშნა.