“თინა ბოკუჩავა მონასტერში წავიდა”

“თინა ბოკუჩავა მონასტერში წავიდა”

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე პირველ აპირლთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში იუმორისტულ პოსტს აქვეყნებს.

“თინა ბოკუჩავა მონასტერში წავიდა.

ტელეწამყვანებისა და ჟურნალისტების 99%-მა განაცხადეს, რომ ჟურნალისტიკაში საერთოდ ვერ ერკვევიან და სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში გახნილ ფერმაში წავიდნენ სტაჟიორებად.

მურუსიძემ მთელი თავისი ქონება უპოვარ ადამიანებს დაურიგა.

“რუსთავი 2”-მა “ნაცმოძრაობის” ოფისთან აქცია გამართა დევიზით “ჩვენ თქვენი ბინძური ფული არ გვინდა!”

საპარლამენტო უმრავლესობამ მანდატები დაჭრა, ხოლო უმცირესობის წარმომადგენლები პროკურატურაში გამოცხადდნენ აღიარებითი ჩვენებებით.

ხაზარაძემ გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკასგან” ქუდი გაიკეთა, ხელში ლაფატკა დაიჭირა და ანაკლიაში მიწის თხრა დაიწყო.

ხელისუფლების სხვადასხვა რგოლებში სხვადასხვა რანგის ჩინოსნებმა საკუთარი არაპროფესიონალიზმი აღიარეს და დაწყებითი კლასების პედაგოგებს მიებარნენ სასწავლებლად.

საოცარი მზადებაა ხვალინდელი პირველი აპრილისთვის!”-წერს გია გაბრიჭიძე.