ეგზიტპოლი: პოროშენკო - 18.5%, ზელენსკი - 30.1%, ტიმოშენკო, - 14.0 - უკრაინაში მეორე ტური შედგება

ეგზიტპოლი: პოროშენკო - 18.5%, ზელენსკი - 30.1%, ტიმოშენკო, - 14.0 - უკრაინაში მეორე ტური შედგება

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. ეგზიტპოლების მიხედვით, მეორე ტურში გავიდნენ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი 53 წლის პეტრე პოროშენკო და შოუმენი 41 წლის ვლადიმერ ზელენსკი. მეორე რაუნდი 21 აპრილს გაიმართება. ცესკოს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, არჩევნებზე ამომრჩეველთა 15 მილიონმა მიიღო მონაწილეობა, რაც დაახლოებით 44-45% შეადგენს. საარჩევნო მარათონს ჩამოშორდა იულია ტიმოშენკო, მას მხარი ამომრჩეველთა მხოლოდ 14%-მა დაუჭირა. იულია ტიმოშენკოსა და ზელინსკის შტაბები კოალციის შექმნაზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.

ეგზიტპოლი ორმა სხვადასხვა კომპანიამ ჩაატარა, გამოკითხულია 20 ათასი ამომრჩეველი.