მაშველებმა ჭავჭავაძის გამზირზე ჩამოშლილი მიწის მასიდან ერთი ადამიანი გარდაცვლილი ამოიყვანეს. ამის შესახებ პრაიმტაიმს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაობის დროს მიწის ჩამოშლის შედეგად, მიწის მასის ქვეშ ორი ადამიანი მოჰყვა. ადგილზე 30 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
მშენებლობას "შპს ლეჩკომბინატი" აწარმოებდა.