"საქართველოდან ყოველთვის, მინიმუმ, ოთხი კილოგრამით მომატებული ვბრუნდები"

მე მიყვარს საქართველო, - ამის შესახებ უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატმა, შოუმენმავლადიმირ ზელენსკიმ საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს განუცხადა.

„მე მიყვარს საქართველო. ძალიან მომწონს უკრაინული, ქართული და იტალიური სამზარეულო. საშიშია საქართველოში ჩამოსვლა, რადგან როცა ჩამოვდივარ, მინიმუმ ოთხი კილოგრამით მეტი ვბრუნდები.​ ძალიან მომწონს თბილისი და მცხეთა. თუ არ ვცდები, საქართველოს ძველი დედაქალაქია", - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, დღეს უკრაინის 35 მილიონი ამომრჩეველი ხუთი წლის ვადით აირჩევს ქვეყნის ლიდერს. ამ თანამდებობაზე კენჭს სულ 39 კანდიდატი იყრის. მათგან ფავორიტები შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი, უკრაინის ექსპრემიერი იულია ტიმოშენკო და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო არიან.