სააკაშვილი შეიძლება მაღალ თანამდებობაზე დაინიშნოს,

სააკაშვილი შეიძლება მაღალ თანამდებობაზე დაინიშნოს,

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმირ ზელენსკიმ საარჩევნო უბანზე ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი შეიძლება გახდეს სერიოზული კონსულტატნტი უკრაინის მომავალი პრეზიდენტისთვის. მისივე თქმით, საქართველოს მცხოვრებნი მადლიერი უნდა იყვნენ სააკაშვილის, რადგან ის ებრძოდა კორუფციას.

„სააკაშვილი იცავს დემოკრატიას საქართველოში და ძალიან კარგად აკეთებს, რადგან მან შეძლო ქვეყანაში კორუფციის დამარცხება. მე ვფიქრობ, რომ მთელი საქართველო მისი მადლიერი უნდა იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილმა შეიძლება მაღალი თანამდებობა მიიღოს უკრაინის ხელისუფლებაში, რადგან ის სერიოზული დიპლომატი და კონსულტანტია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც მიდის პოლიტიკაში. მისივე თქმით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი, რომელსაც ქვეყანა პეტრო პოროშენკომ დაატოვებინა, ამჟამადე ვროპაში იცავს უკრაინის დემოკრატიას.

„ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა და ძალიან ბევრმა ადამიანმა თქვა, რომ ბატონი სააკაშვილი მზადაა, უკრაინის ხელისუფლებაში დიდი თანამდებობა დაიკავოს. მე ვფიქრობ, რომ თუკი მას ჩამოართვეს მოქალაქეობა, უნდა დაუბრუნონ კიდეც“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მეორე ტური გარდაუვალი იქნება. სოციალური კვლევების მიხედვით კი, ამომრჩეველთა ყველაზე დიდი ხმარდაჭერა სწორედ ზელენსკის აქვს.

ბ ა ტ ო ნ ი 420 ხიხო გვირჩევნია, ხიხო!
რადგან ბევრი ფული აქვსო,
მიშას დრო წავიდა თურმე,
სხვისი ფულის დარდი გვახრჩობს.
ხიხო გვირჩევნია ხიხო!!!
6 წლის უკან
trampi ალალი იყოს ნებისმიერი თანამდებობა
ეს კიდევ ....... ჩქარა დაგვიქნევს ხელს
6 წლის უკან