ზვიად გამსახურდია იყო ადამიანი, ვინც ეროვნული იდეა შექმნა და ქართველებს სამშობლოს შეგრძნება, პატრიოტიზმი გაუღვიძა. მნიშვნელოვანია, რომ სწორად მოვუყვეთ მომავალ თაობებს, თუ ვინ იყო ზვიად გამსახურდია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა რამდნიმე თვალსაზრისით. ჩვენ აღვნიშნავთ ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს. ზვიად გამსახურდია იყო ადამიანი, ვინც ეროვნული იდეა შექმნა და ქართველებს სამშობლოს შეგრძნება, პატრიოტიზმი გამოუღვიძა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. მნიშვნელოვანია, ასევე რომ სწორად მოვუყვეთ მომავალ თაობებს, თუ ვინ იყო ზვიად გამსახურდია. 28 წლის წინ ქართველმა ხალხმა რეფერენდუმი ჩაატარა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობის აღდგენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება გამოძიებას, საქმე უნდა იყოს ბოლომდე მიყვანილი”,- აღნიშნა კახა კალაძემ.