„ჭორია, მონაჩმახია, სისულელეა და არასერიოზულია“

„ჭორია, მონაჩმახია, სისულელეა და არასერიოზულია“

„ჭორია, მონაჩმახია, სისულელეა და არასერიოზულია - ამ ეპითეტებით შემიძლია შევამკო ამ ინფორმაციის ავტორი და გამარცელებელი. ეს არის გავრცელებული რუსთაველის პროსპექტის 12-დან - ბოტებისა და ტროლების ფაბრიკიდან. ტროლები მუშაობენ, რომელსაც ექვსი თვეა თურმე შინაგან საქმეთა სამინისტრო ეძებს და ვერ მიაგნო," - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზუგდიდის მერად კენჭისყრაზე სანდრა რულოვსმა უარი განაცხადა.

გოცირიძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ჭორია, რომელსაც „ტროლები" და „ბოტები" ავრცელებენ.

„ვინ მართავს ტროლებს და ბოტებს? ვინ განახორციელა შეტევა „თიბისი ბანკზე?" ჩვენ საარჩევნო კანდიდატზე ვინ აკეთებდა სხვადასხვა სახის საშინელ „ფეისბუქგვერდებს"? ვინ იგონებს ჭორებს, დაწყებული იმით, რომ თურმე, შინაგან ორგანოებს ყიდიან „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და ქალებს მკერდებს აკვნეტენ? ზუსტად მსგავსია ეს ჭორიც," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

dima ამ ჩათლაშკას მერობა დეპუტატობაში ხომ არ ეშლება?))) ესეც დასაჭერად გაიხდის საქმეს და დაიწყებს მერე კნავილს,ივანიშვილი მდევნისო!
6 წლის უკან