„5 წელიწადში ხალხი კოსმოსმში გაფრინდება და ჩვენ მთელი ეს დრო ბესელიას ვუყუროთ?

„5 წელიწადში ხალხი კოსმოსმში გაფრინდება და ჩვენ მთელი ეს დრო ბესელიას ვუყუროთ?"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს ჰანოვერში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა. შეხვედრაზე მიხეილ საკაშვილმა არაერთი მწვავე განცხადება გააკეთა, მათღ შორის გააკრიტიკა საქართველოს პარლამენტი და განაცხადა, რომ თუ დეპუტატები მოვალეობას ვერ ასრულებენ მაშინ მათ ვადამდე უნდა შეუწყდეთ უფლებამოსილება.

„დღეს როგორ არის, ირჩევ პარლამენტს ოთხი წლის ვადით და გეუბნებიან, ოთხი წელი ხელი არ შეუშალოთო. რატო არ უნდა შეუშალო, ვინ არიან? ოთხი წელი სად აქვს ქვეყანას, ოთხი წელი არის მთელი ეპოქა. კიდევ ოთხ-ხუთ წელიწადში მანქანების ნახევარი გერმანიაში ივლის მძღოლის გარეშე. კიდევ ხუთ-ექვს წელიწადში, იქნება ძალიან ბევრი მფრინავი მანქანა, იმიტომ, რომ საცობის პრობლემას სხვანაირად ვერ გადაწყვეტენ.

„კიდევ ოთხ-ხუთ წელიწადში ადამიანები მასობრივად გაფრინდებიან კოსმოსურ ტურიზმში. ბარსელონის ნაცვლად წავლენ კოსმოსში. რეალურად ყველაფერი აქეთ მიდის და თქვენ რა გინდათ გვითხრათ, რომ ახლა სიტყვაზე, ბესელია რომ ავირჩიოთ კიდევ ხუთი წელი, ბესელიას უნდა ვუყუროთ, სანამ მსოფლიო კოსმოსში მიფრინავს? "- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა