უკრაინაში ბატალიონ

უკრაინაში ბატალიონ "დონბასის" მეთაური ვანო ნადირაძე დააკავეს - რას ედავებიან ქართველ მებრძოლს?

საქართველოს მოქალაქე, ვანო ნადირაძე უკრაინაში სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და ქვეყნის ნაციონალური პოლიციის (კორდი) ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა დღეს დააკავეს.

ინფორმაციას უკრაინის უშიშროების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ნადირაძე მოლდოვადან უკრაინაში უკანონოდ მოხვდა. ვანო ნადირაძე ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანია, რომელიც უკრაინაში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობდა. იგი ასევე ბატალიონ "დონბასის" მეთაურია. მას „უკრაინის გმირის" წოდება აქვს მინიჭებული .

ცნობისთვის, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად ხელისუფლებამ სპეციალური დანიშნულების რაზმები გამოიყვანა.