ზვიად გამსახურდიას მკვლელებიდან ზოგი მოკვდა… და საპატიო ადგილებში ჩავფალით!

ზვიად გამსახურდიას მკვლელებიდან ზოგი მოკვდა… და საპატიო ადგილებში ჩავფალით!

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას გამოხატავს.

"ესე იგი, თქვენ მეუბნებით, რომ ზვიად გამსახურდიას საქმე გამოძიებული არ არის?

გეუბნებით, გამოძიებულია!

თუ გინდათ, 1991 წლის შემოდგომიდან მოგიყვებით!

თუ გნებავთ – ცოტა ადრეული პერიოდიდან დავიწყებ!

სულ წვრილ-წვრილად ჩამოგიწიკწიკებთ, ვინ, სად, როდის, რა ვითარებაში ჭამა ბებიამისისა!

ჰმ… ძალიან კარგად არის ყველაფერი გამოძიებული!

უბრალოდ, ზოგი მოკვდა… და საპატიო ადგილებში ჩავფალით!

ვინც ჯერ არ მომკვდარა, იმათ მაინც ნუ ჩავფლავთ პანთეონებში!

ვისაც ცოტა ჭკუა შერჩენია, წავიდეს მონასტერში და მოინანიოს!

სახელმწიფომ კი უნდა გამოაცხადოს, რომ ეს იყო სამშობლოს ღალატი და ვინც შეთქმულებაში მონაწილეობდა, ის არის მოღალატე – ყველა უნდა დაფიქსირდეს, ყველას გვარ-სახელი უნდა ჩამოწიკწიკდეს!

აეგ არი… დუნდუკი კიტოვანი გინდა ციხეში ჩასვი, გინდა – სარზე გასვი, რაღა მნიშვნელობა აქვს?!

თუ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა (მე არ მჯერა), ეს იყო მაინც მკვლელობა, რადგან იმ ზომამდე მიიყვანეს!

ქართველებს ძალიან დიდი ცოდვა გვაწევს კისერზე – ილია ჭავჭავაძის შემდეგ კიდევ დავიმატეთ… თუმცა ისეთი პირი გვიჩანს, გაჩერებას არ ვაპირებთ!

თუ არ გავჩერდებით, უფალი გაგვაჩერებს!" – წერს გელა ზედელაშვილი.