ეს ჩაჩაჩული ქალი შვიდი წელი უნდა ვინახოთ?

ეს ჩაჩაჩული ქალი შვიდი წელი უნდა ვინახოთ?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხალხს უნდა ჰქონდეს საშუალება და უფლება აირჩიოს არამხოლოდ, გენერალური პროკურორი, არამედ, სხვა მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები და როგორც არჩევა შეიძლება, ისე მათი გადარჩევაც უნდა შეიძლებოდეს „ხელმოწერების შეგროვების" გზით.

მაგალითისთვის სააკაშვილმა ქალაქ ჰანოვერში ემიგრანტებთან შეხვედრაზე პარლამენტი მოიყვანა. ექსპრეზიდენტის განმარტებით, პარლამენტის გადარჩევაც უნდა შეიძლებოდეს ვადაზე ადრე.

„მაგალითად, ბესელია რომ ავირჩიოთ კიდევ ხუთი წელი ბესელიას უნდა ვუყუროთ? ზურაბიშვილი კიდევ შვიდი წელი უნდა ვინახოთ? ეს ჩაჩაჩული ქალი. მე რომ სხვაზე ვიტყვი... ზოგადად ჩაჩაჩული. ვიღაც დეპუტატი თალაკვაძე, მესმის რომ კარგი პოეტია, მაგრამ რითი არიან ისინი უკეთესები?" - თქვა სააკაშვილმა შეხვედრაზე.

სოციალისტი ბატონო ყოფილო, რამდენჯერ გცმია ცალ-ცალი ფეხსაცმელი, ღიპი გადმოგდებული და ელასიკ მაისურით?! ერთხელ შარვალიც კი გეცვათ წინა და უკანა მხარის აღრევით, ანუ საჯდომის მხარე წინ და ხვანჯარი უკან! გალსუკიც კი გიღეჭიათ! დაანებეთ ახლა თავი ამ ჩვენ პრეზიდენტ ქალბატონს, მიხედეთ თქვენს ჰოლანდიას და უკრაინას. რა სჭირს ჩვენს პრეზიდენტს თქვენი, უმუშევარი მოქალაქეობა დაკარგული პირის შესანახავი?!
6 წლის უკან