ზურა ჯაფარიძე უნივერსიტეტში არ შეუშვეს

ზურა ჯაფარიძე უნივერსიტეტში არ შეუშვეს

ბათუმში სტუდენტებთან შესახვედრად ჩასული პოლიტიკური პარტიის "გირჩის" ლიდერი უნივერსიტეტში არ შეუშვეს. ამის შესახებ განცხადებას თავად ჯაფარიძე აკეთებს.

"ძალიან სასაცილოა ჩვეულებრივი საბჭოთა კავშირია, რაღაცნაირად ფიქრობენ რომ ახალგაზრდები უნდა დაიცვან პოლიტიკისგან თუ პოლიტიკოსებისგან არ ვიცი. ბათუმში ვართ ჩამოსული და უნივერსიტეტში არ მიშვებენ, რომ ლექცია ჩავატაროთ და ახალგაზრდებს დაველაპარაკოთ. აქ ხალხი არის შეკრებილი და აუდიტორიას არ გვიღებენ, პოლიტიკოსების შემოსვლა არ შეიძლებაო.

საბოლოო ჯამში რამეს მოვიფიქრებთ მაინც ჩავატარებთ ლექციას. ძალიან სასაცილოა ჩვეულებრივი საბჭოთა კავშირია, რაღაცნაირად ფიქრობენ, რომ ახალგაზრდები უნდა დაიცვან პოლიტიკისგან თუ პოლიტიკოსებისგან არ ვიცი. სინამდვილეში უკუღმა გაიგეს ყველაფერი" - ამბობს ზურა ჯაფარიძემ.

სოციალისტი საბჭოთა კავშირი ამ დაბოლილის და გონებაბრგვნილის ასაგდებიც გახდა?!
6 წლის უკან