წლის თუ არა თვის ანეკდოტია – ბონდო მძინარიშვილი პარტია “კანონი და სამართლის” შესახებ

წლის თუ არა თვის ანეკდოტია – ბონდო მძინარიშვილი პარტია “კანონი და სამართლის” შესახებ

ამ სათაურით მედიაკავშირ ობიექტივის მთავარმა რედაქტორმა ბონდო მძინარიშვილმა საკუთარ “ფეისბუქის” გვერდზე, პარტია “კანონი და სამართალის” შესახებ, სტატუსი გამოაქვეყნა. მძინარიშვილსთვის ანეკდოტია ის, რომ ლელა კაკულიას შვილი თაკო ჩარკვიანის პარტიაში შევიდა და პრემიერ-მინისტრობა მოითხოვა, ხოლო თაკო ჩარკვიანმა უარი განუცხადა.

“წლის თუ არა, თვის ანეკდოტია: ლელა კაკულიას შვილი თაკო ჩარკვიანის პარტიაში შევიდა და პრემიერ-მინისტრობა მოითხოვა, – მხოლოდ ამ პირობით დავრჩებიო.

თაკომ ახედა, დახედა და გაიფიქრა, – “აუუუ, რამდენი გყავს?!” კაკულიას თაკოს კი უპასუხა: ჯერ ადრეა შენთვისო.

ანეკდოტი ის არის, იმას რომ ამ პარტიის ხელისუფლებაში მოსვლისა სჯერა და ამან რომ უარით გამოისტუმრა. ახლა მით უმეტეს, რაღას მოვა, ამ ამბის შემდეგ ლელა კაკულიამ ხილვა შეცვალა.” – წერს ბონდო მძინარიშვილი.

პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა გუშინ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლელა კაკულიას შვილთან, თამარ პატარიასთან პრემიერ-მინისტრობის საკითხზე ვერ შეთანხმდა.