მე ვიმღერებ „ჯერ ქალებს გვესროლეთ“ და მერე იმღერონ მამაკაცებმა „ტიტები“,

მე ვიმღერებ „ჯერ ქალებს გვესროლეთ“ და მერე იმღერონ მამაკაცებმა „ტიტები“,

მომღერალ ირმა სოხაძის თქმით, კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილს, როგორც სიმღერის ავტორს, სრული უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს ვინ იმღერებს მის სიმღერას, მაგრამ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ გადაწყვიტა კომპოზიტორმა 9 აპრილისადმი მიძღვნილი სიმღერა მხოლოდ მამაკაცებმა შეასრულონ.

შეგახსენებთ, რომ ჯემალ სეფიაშვილის გადაწყვეტილებით, 9 აპრილის ტრაგედიის 30 წლის თავზე, ცნიბილ სიმღერას „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" მხოლოდ მამკაცები იმღერებენ, რამაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მათ მოუწოდეს „პირველ არხს" არ გაუშვან სიმღერის პრეზენტაცია და საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქციასაც გეგმავენ.

„მე არ შემიძლია ამ შემთხვევაში კატეგორიული ვიყო და ვთქვა, რომ ასე არ შეიძლება. ეს ავტორის ნებაა, უნდა მარტო ქალებს ამღერებს, უნდა - მარტო კაცებს, უნდა - მარტო ბავშვებს და უნდა - ინსტრუმენტულ ვერსიას გააკეთებს. ეს მისი აბსოლუტური პრეროგატივაა.

„მაგრამ მე არ მესმის რატომ გადაწყვიტა ასე. ალბათ ჟღერადობა უნდა ახლებური, კონცეპტუალურად არ გაუაზრებია, რომ აქ ქალები იყვნენ თუ კაცები იყვნენ და მხოლოდ ამიტომ", -აცხადებს მომღერალი და კომპოზიტორი ირმა სოხაძე.

მისივე თქმით, ჯემალ სეფიაშვილი მისი მეგობარია და სიმღერის თავდაპირველ ვერსიაში ყველანი მღეროდნენ - ქალებიც და კაცებიც. მას არ ესმის რატომ მიიღო კომპოზიტორმა ამგვარი გადაწყვეტილება, მითუმეტეს, რომ 9 აპრილის მსხვერპლთა შორის უმრავლესობა ქალი გახლდათ.

„ნახევრად ხუმრობით მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მე შემიძლია მის საპირწონედ დავდგე და ზუსტად 9 აპრილისთვის დაწერილი ჩემი სიმღერა „ჯერ ქალებს გვესროლეთ" ვიმღერო. აი, ეს არის ჩემი პასუხი, რომ მე ვიმღერებ „ჯერ ქალებს გვესროლეთ" და მერე იმღერონ მამაკაცებმა „ტიტები". აბა, რა გითხრათ სხვა..."- აღნიშნა სოხაძემ.