გაერთიანებული ოპოზიციის წევრ მამუკა გამყრელიძის პოსტი სოციალურ ქსელში.
“გაიტენა თბილისი რუსებით, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში. განსაკუთრებით ბევრია ვაკეში. შატბერაშვილის ქუჩაზე, სადაც ახალი კორპუსები ჭარბობს, რომ დადგე რუსი მეტი დადის ვიდრე ქართველი. სტატისტიკას ჩახედავ, რუსები მეტ უძრავ ქონებას ყიდულობენ ვიდრე სხვა უცხოელები ერთად აღებული.
მიუხედავად ამისა, მაინც არაბზე და ირანელზე აქვთ ქართველებს გართულება. მაინც ისინი ეზიზღებათ და რუსებს არც იმჩნევენ. არაბების და სპარსელების საუკუნეების წინანდელი შემოსევები ახსოვთ და დღეს რომ რუსებს ვყავართ ჩაწიხლული ამას არც იმჩნევენ. თუ ძალიან ჩააცივდები, რუსების ერთმორწმუნეობას ამოეფარებიან.
ამის მიზეზი არც იმაშია, რომ რუსები საქართველოში ბევრ ფულს ხარჯავენ. აქაც თუ მოვიშველიებთ სტატისტიკას დავინახავთ, რომ არაბებიც და ირანელებიც რუსებზე მეტს ხარჯავენ. ამ წაყრუების ნამდვილი მიზეზი შიშია. დღეს, არაბი და ირანელი ჩვენთვის საშიში არაა. რუსის ჩექმის კი ეშინია ღრუზინს. ეშინია, ჩუმად ზის ბუხართან და ნაცარს ქექავს. დრო და დრო კი არაბს შეუკურთხებს.”– წერს მამუკა გამყრელიძე.