"ქართველებს ერიდე!"- პირველი დარიგება, რასაც ემიგრაციაში ჩამოსული სხვა ქართველების იღებს

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ანასტასია დადიანი სოციალურ ქსელში, საქართველოდან უცხო ქვეყნებში ქართველების მასიურ გადინებაზე წერს და იმ ფაქტორზე საუბრობს, რის გამოც ბევრი ოჯახით ტოვებს ქვეყანას:

"ძალიან ბევრი ქართველები ჩამოდიან ამ ბოლო დროს. ოჯახებით თან, სხვანაირი ტალღაა ეს. ამდენი ქართველი ბავშვი აქ არასდროს არ ყოფილა ამ წლეების განმავლობაში.

რას გაურბიან ქართველები საქართველოდან? რისთვის მოდიან? მიუხედავად იმისა, რომ დილას ქოცების ლანძღვით ვიღვიძებ და საღამოს იგივეს რომ ვიმეორებ მერე ვიძინებ...ეკონომიური პრობლემა მაინც არაა ის პრობლემა რასაც ქართველი საქართველოდან გაურბის. არანაკლებ სიღატაკეშია და ეკონომიურ გაჭივრებაში არიან აქაც. მე მგონია, ერთი ქართველი მეორე ქართველს გამოურბის საქართველოდან, ჩვენ ხომ არავის არ ვძულვარ ისე როგორც ჩვენს თანამემამულეს. ქართველებს ხომ ყველაზე მეტად ისევ ქართველები გვძულს. არაფერი და არავინ არაა ერთი ქართველისთვის, მეორე ქართველზე უფრო საშიში. ყველაზე მეტი საფრთხე ხომ ისევ ქართველისგან მოდის. ამ საფრთხეს გაურბის ქართველი საქართველოდან და პირველი დარიგება, რასაც ემიგრაციაში ჩამოსული სხვა ქართველების იღებს ორი სიტყვით გამოიხატება: "ქართველებს ერიდე", - წერს ქართველი ემიგრანტი.