ამირ თაათალუმ განაცხადა, რომ ქართველების შეურაცხმყოფელი ფრაზები არასოდეს უთქვამს და ფილარმონიის სცენიდან შეურაცხყოფაც არავისთვის მიუყენებია. არ იცის, ვინ დგას ამის უკან, თუმცა ირანელი მუსიკოსი არ გამორიცხავს, რომ ეს განზრახ დადგმული პროვოკაცია იყოს.
"მე შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია, აღვნიშნე, რომ საქართველოში მოწევა დაშვებულია ჩემი ქვეყნისგან განსხვავებით და ეს როგორც პოზიტიური ფაქტი ისე ვახსენე. მგონი უბრალოდ გაუგებრობა მოხდა და არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს. თუ ბოდიშის მოხდას მაინც ითხოვთ ჩემგან, რამდენჯერაც საჭირო იქნება იმდენჯერ მოვიხდი, ეს სირცხვილი არაა, საქართველოს მე ძალიან დიდ პატივს ვცემ", - განაცხადა "კურიერთან" მუსიკოსმა.