პატრიარქი: პრემიერი შემპირდა, სკოლების პროგრამებში გალობა და ხალხური სიმღერა შევა

პატრიარქი: პრემიერი შემპირდა, სკოლების პროგრამებში გალობა და ხალხური სიმღერა შევა

ამის შესახე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში, ქართული გალობის ანთოლოგიის პრეზენტაციაზე განაცხადა.

"დღევანდელი დღე, ეს არის დიდი ნაბიჯი წინ. მე მახსენდება ჩვენი შეხვედრა პრემიერ მინისტრთან. მე მას ვთხოვე, რომ საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა. პრემიერ მინისტრი შემპირდა, რომ ეს იქნებოდა. ყველას გილოცავთ ამ დღეს. ქართული სიმღერა და გალობა ეს არის დიდი ნაწილი ქართული კულტურისა. ღმერთმა დაგლოცოთ და მე მჯერა, რომ ეს ნაბიჯი არ იქნება ერთი ნაბიჯი და მას მომავალი ნაბიჯებიც მიჰყვება ამას“, – განაცხადა ილია II-მ.