Liloshop.ge - ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია საქართველოში

Liloshop.ge - ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია საქართველოში

liloshop.ge საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზიაა, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს ინტერნეტსივრცეში, სახლიდან გაუსვლელად, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად შეუძლია სასურველი პროდუქციის შეძენა.

ინტერნეტ მაღაზიაში ასობით დასახელების  ნივთია წარმოდგენილი მათ შორის: საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ინტერიერის დეკორი, ჩანთები ზურგჩანთები, ჩემოდნები და სხვა - ეს კი  ონლაინ მაღაზიის მრავალფეროვან არჩევანზე მიუთითებს.

დღეისათვის ონლაინ მაღაზიის სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით  ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.  ინტერნეტ მაღაზია მომხმარებლისთვის  ამანათის მიწოდებას დროულად და ეფექტურად ახორციელებს.

საყოფაცხოვრებო ტექნიკა

Liloshop.ge საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყველაზე დიდ მაღაზიასაც წარმოადგენს.

საიტზე წარმოდგენილია: გამათბობლები, კლიმატური თუ  სხვა მსხვილი ტექნიკა,  საოჯახო ტექნიკა და სხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ თითქმის ყველა ტიპის ტექნიკაზე მოქმედებს გარანტია.

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი

„ლილო მოლში" არსებული ქალისა თუ მამაკაცის ტანსაცმელ-ფეხსაცმელი ქართველი მომხმარებლებისთვის ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია.

Liloshop.ge-ზე კი   ქალბატონებს შეუძლიათ „ლილო მოლის" ტერიტორიაზე არსებული მათთვის სასურველი  ქალის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შერჩევა.

მამაკაცები კი შეძლებენ სპორტული თუ სხვა ტიპის კაცის ფეხსაცმლის შერჩევას. რაღა თქმა უნდა, Liloshop.ge მათ კაცის ტანსაცმლის ფართო არჩევანსაც სთავაზობს.

ინტერიერის დეკორი

განათება, ტორშერი, მაგიდის სანათები, დეკორატიული ჩარჩოები, საათები - ეს იმ ნივთების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც Liloshop.ge-ს ინტერიერის დეკორის კატეგორიაში შეხვდებით.  

აქ ყველაფერია, რაც თქვენი სახლის, კაფე-ბარის, რესტორნისა თუ სასტუმროს  ინტერიერის მოწყობაში დაგეხმარებათ.

ჩანთები,  ზურგჩანთები და ჩემოდნები

Liloshop.ge-ზე  წარმოდგენილია სხვადასხვა მასალისა თუ  დიზაინის   ქალისა და მამაკაცის ჩანთები და  ზურგჩანთები. შესაბამისად, ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებელს შეუძლია მისთვის სასურველი ჩანთის საიტიდან შერჩევა.

ონლაინ მაღაზიაში უხვადაა წარმოდგენილი   ჩემოდნები და სამგზავრო ჩანთები,  რომლებიც  მოგზაურობის აუცილებელი ატრიბუტებია.

თუკი სპორტულ ცხოვრებას მიჰყვებით და  ფიტნესი თქვენთვის „უცხო ხილი არ არის" LILOSHOP.GE-ზე  შეძლებთ სპორტული ჩანთების შერჩევასაც, ვარჯიშისთვის საჭირო ნივთების მოსათავსებლად.

ტანსაცმელი ონლაინ მაღაზია

ტანსაცმლის ონლაინ გამოწერა დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება,რაც რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული, მათ შორისაა: დაზოგილი  დრო, კომფორტული მომსახურება და მისაღები ფასი.

Liloshop.ge ზემოთ ხსენებულ მახასიათებლებს სრულად აკმაყოფილებს, რის გამოც საიტიდან ათასობით მომხმარებელი იწერს     ქალის ტანსაცმელს და მამაკაცის ტანსაცმელს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.liloshop.ge

liloshop.ge  თითქმის  ერთი წელია რაც ბაზარზე ოპერირებს,  სადაც შესაძლებელია როგორც საცალო, ისე საბითუმო შესყიდვების განხორციელება. დღეისთვის კომპანია ათობით იურიდიულ პირსა და კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. მათ შორისაა: სასტუმროები, რესტორნები, კაფე-ბარები, ბაღები და სკოლები, ბანკები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები, გასართობი ცენტრები და ა.შ.

Liloshop.ge-დან გამოწერილი ნივთი, საკურიერო სამსახურის მეშვეობით,  მთელი საქართველოს მასშტაბით მიეწოდება. ნივთის მიწოდებას თბილისში 2-3 სამუშაო დღე სჭირდება, ხოლო რეგიონში – 3-5 სამუშაო დღე.