ტაქსების თეთრად შეღებვა ახირება არ არის, თეთრ ფერზე რეკლამა კარგად ჩანს, რაც მძღოლებისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება

ტაქსების თეთრად შეღებვა ახირება არ არის, თეთრ ფერზე რეკლამა კარგად ჩანს, რაც მძღოლებისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება

„ტაქსების თეთრი ფერი არ არის ახირება. თეთრი არის ის ფერი, რომელზეც რეკლამა კარგად ჩანს და ეს ტაქსის მძღოლებისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება,“ – ამის შესახებ სატრანსპორტო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ისაკაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. მან ოპოზიციას მიმართა და აღნიშნა, რომ გულის სიღრმეში ისინიც ხვდებიან, რომ ეს რეფორმა გასატარებელი და სწორი იყო.

თედო ისაკაძემ მადლობა გადაუხადა ქალაქის მერს, რომ პრინციპულობა და შესაბამისი პოლიტიკური ნება გამოიჩინა ამ საკითხში.

„რაც შეეხება იმას, რომ ტაქსის მძღოლებს გადასახადები ემატებათ, ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ. პირიქით, ჩვენ ტაქსის მძღოლებისთვის სხვადასხვა სახის შეღავათებზე ვსაუბრობთ. კონკრეტულად მათთვის უფასო გაჩერებები გაკეთდება და მანქანების გადაღებვასაც უფასოდ შეძლებენ. რაც შეეხება ტაქსების ფერს, ტრანსპორტი არის ამა თუ იმ ქალაქის სავიზიტო ბარათი. ოპოზიცია ამბობს, რომ თეთრი ფერი ახირებაა. ასეთივე წარმატებით შეიძლება პრეტენზიები გქონდეს ყველა ფერთან დაკავშირებით. ეს არ არის ახირება, თეთრი არის ის ფერი, რომელზეც რეკლამა კარგად ჩანს და ეს ტაქსის მძღოლებისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება,“- განაცხადა თედო ისაკაძემ.

საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დასძინა, რომ ოპოზიცია ყველა გადაწყვეტილების დროს განაწყენებულ სეგმენტზე აკეთებს აქცენტს. მისი თქმით, ტაქსების რეფორმას გაცილებით მეტი მხარდამჭერი და კმაყოფილი მოქალაქე ჰყავს, ვიდრე უკმაყოფილო.

აღნიშნულ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს

ბ ა ტ ო ნ ი 420 საწყლები, თურმე ხალხზე ზრუნვით იმტვრევენ თავს და ხალხს ეს არ ესმის, უმადური ტაქსის შოფრები, მართლა სამ დიპლომიანი შოფრები არიან რააა!!!!!!
6 წლის უკან
ლაზი სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მოაწესრიგოს ტაქსოპარკი. ვინც რეგულაციას არ დაექვემდებარება ისინი არანაირად არ უნდა შეიზრუდონ. რეგულირებული ნაწილისათვის უნდა დაწესდეს პრივლეგიები: მაგალითად გამოცხადებული სპეც. სადგომი ადგილები; განსხვავებული დიზაინის ტაქსის ნიშნები და რაც მთავარია მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფაში ხელშეწყობა, რაც მიიზიდავს კლიენტს და თანდათან ყველა დაინტერესდება დაწესებულ სტანდარტში ჩაჯდეს. ე. წ. "ხალტურჩიკები" ყოველთვის იქნებიან, მაგრამ ეს არ იქნება ქალაქის ტრანსპორტის სახე და არც მნიშვნელოვანი პრობლემა.
6 წლის უკან
ბ ა ტ ო ნ ი 420 ის მაცოდინა, ამ ყლეს რა უხარია, ესე აზერბაიჯანის საზღვარივით ბოლომდე რომ გაუხსნია პირი და იკრიჭება...მაცოდინა და თუ გინდა მერე მომკლა რაა....
6 წლის უკან