მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში საოცარ ფრაზას წერს:
“თუ უმიზეზოდ რაღაც გიხარია და სახელს ვერ არქმევ, სულში ღმერთი გსტუმრობს!..”
სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა მამაოს კომენტარებში ასეთი კითხვა დაუსვა:
თუ უმიზეზოდ რაღაც “მასევდიანებს”, მაშინ რა ხდება?
სულს ღმერთი ენატრება – უპასუხა მამა პეტრემ.