პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომელიც "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით გაავრცელა.
"2012-ში დაბრუნება არ შველის საქმეს, ამიტომ დავბრუნდეთ 1993-ში და იქიდან დავიწყოთ. თავის დროზე მიშა ჯერ დავით აღმაშენებელს აჯაზებდა. დავითმა რომ ვეღარ "გაუქაჩა", მერე წმინდა გიორგის მიეკედლა. განსხვავება იმაშია, რომ მიშა აღმშენებლობას და გაბრწყინებას ებმებოდა. ახლა კი ცოცხებს და მკვლელობებს ვკიდებთ გვირაბის ბოლოს და ველოდებით, ზებუ როდის ჩამოკრავს ზარებს", - წერს ხუხაშვილი ფეისბუქზე.