ნინო ბურჯანაძის შვილი ანზორ ბიწაძე პოლიტიკაში მიდის

ნინო ბურჯანაძის შვილი ანზორ ბიწაძე პოლიტიკაში მიდის

პოლიტიკური პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შვილი ანზორ ბიწაძე პოლიტიკაში მიდის.

როგორც ანზორ ბიწაძე აცხადებს, იგი დედასთან ერთად "დემოკრატიულ მოძრაობაში" იქნება, რაშიც სრული მხარდაჭერა აქვს საბჭოს მთავარი წევრებისგან.

"პარტიის არჩევაზე ბევრი არ მიფიქრია, რა თქმა უნდა, ვიქნები "დემოკრატიულ მოძრაობაში". ამ თვის ბოლოს გამოცხადდება თარიღი შემდეგი ყრილობის. ძალიან საინტერესო გეგმებს, ხედვებს შევთავაზებთ ჩვენს ამომრჩევლებს. მე მივიღე სრული მხარდაჭერა საბჭოს მთავარი წევრებისგან, რადგან ეს ადამიანები არიან მოწმე იმ შრომისა, რომელიც მათთან ერთად გავწიე.

მე მექნება ჩემი მოკრძალებული ადგილი იმ მიმართულებით, რომ ვიყო ღია კომუნიკაციაში ამომრჩეველთან. ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს ყველაფერი. პირველ რიგში, რასაც მე ვაპირებ არის ის, რომ გავაგრძელო ის დაუღალავი შრომა, რომ ჩვენი პარტიული სტრუქტურები და ორგანიზაცია იყოს მაქსიმალურად დაახლოებული ხალხთან. დადგა ის დრო, როდესაც ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია", - განაცხადა ანზორ ბიწაძემ „რადიო პალიტრის" გადაცემაში, „შუადღის სტუდია".

ბ ა ტ ო ნ ი 420 ესღა გვაკლდა!!! ხტფუი!!!
6 წლის უკან
სოციალისტი ვაა..., მართლა?!
6 წლის უკან
ბ ა ტ ო ნ ი 420 ხო მართლა!
ამათ ხომ შუბლის ძარღვი არა აქვთ, ზატო პროჭის ღარი აქვთ ჩახსნილი....
6 წლის უკან
ბ ა ტ ო ნ ი 420 ეე, მშობელიც ესტეთი უნდა, აი ბაღანე მააინც უსაქმოდ იყო და ქუჩაში ავარა ბოვშვების აყოლიებას, ქე მაინც რაცხათი დაკავდება ბაღანა...აპაა!!!
6 წლის უკან
მოურავი საქართველოში პოლიტიკურ ჯოჯოხეთს მუგუზლები ემატება და ემატება. ანზორიკო შვილო ჯერ დედაშენმა რა სიკეთე მოუტანა ქვეყანას, რომ ახლა შენ გამოჩნდი
6 წლის უკან
მოურავი საქართველოში პოლიტიკურ ჯოჯოხეთს მუგუზლები ემატება და ემატება. ანზორიკო შვილო ჯერ დედაშენმა რა სიკეთე მოუტანა ქვეყანას, რომ ახლა შენ გამოჩნდი
6 წლის უკან