ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში იმყოფებოდა. მისი გადაწყვეტილებით, სახლში, სადაც ზვიად გამსახურდია ტრაგიკულად დაიღუპა, ის მუზეუმის შექმნას დააფინანსებს. ბიძინა ივანიშვილის პირადი სახსრებითვე მუზეუმის გარშემო გაკეთდება დასასვენებელი პარკი და აშენდება ეკლესია.
ხიბულაში ყოფნისას ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გეცნო. მან ადგილზევე მიიღო მიიღო გადაწყვეტილება სოფლისთვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, გაზითა და წყლით უზრუნველყოფის დაფინანსების შესახებ.
„ჩათვალეთ, რომ ამას ის კაცი გიკეთებთ, ვინც აქ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა", - ასე მიართა ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას.
ამის გარდა, როგორ მთავარი, ისე შიდა გზების, რეაბილიტაციას, რასაც ამ ეტაპზე ვერ წვდება სახელმწიფო, ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებს. ადგილობრივს იგი ახალი საბავშვო ბაღის აშენებასაც დაპირდა. შესაბამისი დავალებები მან ფონდ „ქართუს" თავმჯდომარეს ნიკო ჩხეტიანს ადგილზე მისცა.