პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია და კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
სხდომაზე სოციალური მუშაკების გაფიცვის საკითხზე მსჯელობდნენ. ელენე ხოშტარია ადამიანის უფლებათა დარღვევებზე საუბრობდა, რასაც სოფო კილაძემ დემაგოგიური უწოდა.
ამის შემდეგ დეპუტატებმა ერთმანეთს უზრდელები უწოდეს.