ჩუღურეთის რაიონში ხუთ მისამართზე უსაფრთხოების მოაჯირები ეწყობა

ჩუღურეთის რაიონში ხუთ მისამართზე უსაფრთხოების მოაჯირები ეწყობა

ჩუღურეთის რაიონში, ხუთ მისამართზე უსაფრთხოების მოაჯირების მონტაჟი მიმდინარეობს. ✅ხუდადოვის N65 ✅ჩიტაიას N69 ✅ჯავახიშვილის N58 ✅ქინქლაძის N24 ✅ნ.ჩხეიძის ქუჩა ამ ეტაპისთვის, სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია სკოლებისა და ბაღების მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებს, რათა ბავშვების უსაფრთხოება დაცული იყოს. უახლოეს მომავალში რაიონში არსებულ კიდევ სამ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან დაიწყება მოაჯირების მონტაჟი. მიმდინარე წელს მსგავსი ტიპის სამუშაოები ექვს მისამართზე უკვე დასრულდა. პროექტის ღირებულება 12 500 ლარია.