,, ირაკლი ღლონტსა და ნატა გულიაშვილს შორის 3 განსხვავება მითხარით რა, მეშინია ერთმანეთში არ ამერიოს ”

,, ირაკლი ღლონტსა და ნატა გულიაშვილს შორის 3 განსხვავება მითხარით რა, მეშინია ერთმანეთში არ ამერიოს ”

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში პარტია ,,კანონი და სამართალის ” ახალ ინიციატივას გამოეხმაურა, პარტიის ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოზიციაზე გამწესების უფლება ოპოზიციას უნდა გადაეცეს.

“თაკო ჩარკვიანის პარტიაში მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ევროატლანტიკური თემების გაშუქებას მწირი დრო ეთმობა. ამ საკითხზე დღეს პარტიაში „კანონი და სამართალი“ პარტიის ხელმძღვანელმა, თაკო ჩარკვიანმა და გენერალურმა მდივანმა, ირაკლი ღლონტმა ისაუბრეს”.

ახლა პარტიაში თუ მიიჩნევენ და გენერალურმა მდივანმა, ირაკლი ღლონტმა ისაუბრა, მაშინ ჰოოო!

აი ნატა გულიაშვილი რომ საბოლოო სიტყვას იტყვის, მაშინ გადაწყდება ყველაფერი.

ღლონტსა და გულიაშვილს შორის 3 განსხვავება მითხარით რა, მეშინია ერთმანეთში არ ამერიოს ” – წერს გია გაბრიჭიძე