ბიძინა ივანიშვილი მოულოდნელად ხიბულაში ჩავიდა 

ბიძინა ივანიშვილი მოულოდნელად ხიბულაში ჩავიდა 

ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ ძველ ხიბულაში, იმ სახლში, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა, პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა.

„ზუსტად 10-15 წუთი იმყოფებოდა ბატონი ბიძინა, გაესაუბრა მუშებს, რომლებიც უკვე ორი დღეა იმ სახლში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებენ. დაგვპირდა ასევე, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება სოფლის გაზიფიცირება, წყალმომარაგება, გზის რეაბილიტაცია, ეკლესიის აშენება",- განაცხადა სოფლის რწმუნებულმა "პრაიმტაიმთან".

მანვე დღეს, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავთა დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გარდაცვალების საქმე დროულად უნდა იქნეს გამოძიებული

საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 31 მარტს 80 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ღონისძიება იგეგმება.