შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ცემის შესახებ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.
საგამოძიებო ორგანოს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინაერეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ დედოფლის ცემის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. "კურიერის" ინფორმაციით, ანა ბაგრატიონმა ექიმთან მოყვა, რომ ის მუშტებით, გაშლილი ხელითა და ფეხებითაც კი სცემეს.
"აღენიშნებოდა ნაჭდევი მარცხენა მუხლის სახსრის საკორექციო წინა ზედაპირზე და მრავლობითი სისხლნაჟღენთები სახეზე და სახის სხვადასხვა მიდამოებში"- აცხადებს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი და ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროებს.