ხიდს არანაირი ნაპრალები არ აქვს და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს – კახა კალაძე მეტროსადგურ ,,გოცირიძეზე” ხიდის დაზიანებას არ ადასტურებს.
„გუშინ, ცხელ ხაზზე ზარები არ წყდებოდა მთელი დღის განმავლობაში. ეს არის ტყუილი და მინდა, მოვუწოდო ამ კონკრეტულ ჟურნალისტს, რომელმაც ხალხი პანიკაში ჩააგდო, ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. როდესაც ჟურნალისტი ხარ, მეტი პასუხიმგებლობა უნდა გქონდეს. როდესაც მტკიცებით ფორმაში ამას საუბრობ, არწმუნებ საზოგადოებას, რომ ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია და უნდა დაინგრეს, მაშინ როდესაც 10 ათასობით ადამიანი სარგებლობს ყოველდღიურად მეტროთი, კეთილი უნდა ინებონ და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას. უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ დასკვნებს. ხიდს არანაირი ნაპრალები არ აქვს და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს”, – კახა კალაძე