პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით, პარლამენტი ვენეციის კომისიის ყველა იმ რეკომენდაციას გაითვალისწინებს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციასთან იქნება თავსებადი.
„როდესაც ჩვენ კანონპროექტი პირველი მოსმენით განვიხილეთ, ის პარალელურად ვენეციის კომისიას გადავუგზავნეთ, ჩვენ გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციასთან. დეტალურად გავეცნობით მათ მოსაზრებებს, ვიმსჯელებთ და გავითვალისწინებთ საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამის ყველა რეკომენდაციას“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.